მერმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ გადელიამ სენაკელებს გააცნო მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.

სენაკის მერმა ასევე წარადგინა მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები და სტრატეგიები.