მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართება

  • 20 ივნისს, 12:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე; ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები.