სენაკელი სპორტსმენების წარმატება

  • მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ კრივის 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ, ალექსი გუნიამ – ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ჯონი ხაბურზანია კი – ბრიჯაოს პრიზიორი გახდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტსმენებს, სენაკის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად, შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.