- სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, ლუკა ჩიქობავა მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლუკა, ცხრა თვეა, რაც ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში წარმატებულად აგრძელებს კარიერას.
სენაკელმა კალათბურთელმა გუნდს არაერთი გამარჯვება მოუტანა და თამაშების უპირობო ლიდერის ტიტული ორჯერ მოიპოვა.