სენაკის მერიამ კლიმატის ჰაკათონში გამარჯვებული 2 გუნდი დააჯილდოვა

  • სენაკის მერიამ კლიმატის ჰაკათონში გამარჯვებულ ორ რჩეულ გუნდს – Ecotege და Planet Plat – 6 000 ლარი გადასცა.

ჰაკათონი Climate Hack სენაკის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კლიმატის ჰაკათონში – „ClimateChak 2025”, საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებისგან შემდგარმა 20 გუნდმა, მენტორებთან ერთად, კლიმატის ცვლილების ინოვაციური გადაწყვეტის იდეებსა და პროტოტიპების დახვეწაზე იმუშავეს.

პანელურ დისკუსიაში – „მწვანე ტრანსფორმაცია მოქმედებაში: სტარტაპები, ტექნოლოგიები და გამოწვევები“, მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს