სენაკის მერი უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით შეუდგა

  • დღეიდან, 29 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალმა მერებმა მუშაობა დაიწყეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით აგრძელებს.

ინფორმაციისთვის: საქართველოში, 4 ოქტომბერს, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.