- 2025 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.
მერვე მოწვევის საკრებულო 33 წევრისაგან შედგება, მათ შორის 18 მაჟორიტარი და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 32 მანდატი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო 1 პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“. სხდომას საკრებულოს 32 წევრი ესწრებოდა.
დღევანდელი საკრებულოს სხდომა გახსნა სენაკის N64 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე შუშანიამ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ბადრი შარტავა გაუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ჩვიდმეტი საკითხი გააცნო.
საკრებულომ სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე სცნო საკრებულოს 33 წევრის უფლებამოსილება.
სხდომაზე გაიმართა საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები, რომლის ჩატარება ხმისდამთვლელმა დროებითმა კომისიამ უზრუნველყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობებზე ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით, არჩეულ იქნენ:
1.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ – ჯუმბერ ტყებუჩავა;
2.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – ლევან უჩანეიშვილი;
3.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ – მანანა გვიჩია;
4.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ – გიგა წურწუმია;
5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი კალანდარიშვილი;
6. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი კალანდარიშვილი;
7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ინგა ქარდავა;
8. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი შომახია;
9. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი ხურცია.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
სხდომამ ცნობად მიიღო ინფორმაცია ფრაქციების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ,,ხალხის ძალის“ შექმნის შესახებ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე-ზაზა ნაჭყებია,
ფრაქცია ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ლევან ჯინორია.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ვრცელებს

