სენაკში ბიუჯეტირების პროგრამა 2026 იწყება

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან იწყება და 16 მარტს დასრულდება.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.

მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია ორ პროექტს დააფინანსებს.

პროგრამის განსახორციელებლად განსაზღვრულია ვადები:

საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 16 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით;

საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 23 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით;

კენჭისყრის ეტაპი – 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით;

გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 11 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს