- სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

