სენაკში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • სენაკში დიდთოვლობის შედეგად სრულად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება დაზიანებული სახურავების სრული აღდგენა, კონსტრუქციების გამაგრება და ახალი გადახურვის მოწყობა. პროცესს ვაკონტროლებთ, რათა სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში და ხარისხის სრული დაცვით შესრულდეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერა გაგრძელდება სრული პასუხისმგებლობით, რათა ყველა ოჯახს ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ჰქონდეს.