სენაკში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

  • სენაკის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ცნობილი შემსრულებლების – თამარ ლიჩელის, ლიზი რამიშვილის, გოჩა დათუსანის, გიორგი ხაინდრავას და ნათია ქავთარაძის მონაწილეობით, ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 29 მაისს, 17:00 საათზე, არტ-ფესტი 2025, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გალა კონცერტით და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიხურება.