სენაკში შემეცნებითი ღონისძიება – “მსოფლიო ერთ სცენაზე” გაიმართა

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, შემეცნებითი ღონისძიება – “მსოფლიო ერთ სცენაზე” გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია, საღამოს ორგანიზატორთან, საგანმაგანთლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ელისო შურღაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, კოსტუმირებული კომპოზიციებით, მსოფლიოს ქვეყნების კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს