სენაკში ძლიერმა ქარმა წააქცია უნიკალური, 840 წლოვანი ჭადარი

  • 11 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერმა ქარმა წააქცია უნიკალური, 840 წლოვანი ჭადარი, რომელიც შეტანილი იყო საქართველოს წითელ წიგნში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა, ქალაქის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე, დააზიანა ხეები.

ამ დროისთვის ქალაქში ქარის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.