- სენაკში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობებს, არსებულ ჭაბურღილებსა და სატუმბ სადგურს. ეწყობა 187,5 კმ – წყალმომარაგების, ხოლო 5,5 კმ – მაგისტრალური ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.
პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში დასრულდება.
უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის 3 670-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 51 მილიონ ლარზე მეტია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.