- ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სორტაში, ჩილაჩავების უბანში, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 280 422 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.