- სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულმა თეატრმა ,,ფიროსმანი”, დიმიტრი ჯაიანის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი – “სხივი – სარკმლიდან გადმოშვებული” ითამაშა.
სპექტაკლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე.
სპექტაკლს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურანდა შამათავასთან და მოწვეული სტუმრებთან ერთად დაესწრო.