- სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.
სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 200 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინნისტრაცია ავრცელებს

