- სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, გასართობი ღონისძიება – “ჯადოსნური დღეები“ გაიმართა.
ღონისძიება გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 8 ქალაქში ხორციელდება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

