- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 11 პროცენტამდე გაიზარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2026 წელს მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე გარემოს დაცვა.
უწყების ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს ახალი პროექტები და გაგრძელდეს უკვე დაწყებული მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.

