- ქალაქ სენაკის ცალკეულ უბნებში, სათავე ნაგებობაზე წყლის დონის ბუნებრივი კლების გამო, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეფერხებულია.
გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენამდე, მოსახლეობას წყალი დროებით სპეციალური წყალმზიდი საშუალებებით მიეწოდება.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინტენსიურად მუშაობს წყლის სათავე ნაგებობის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უმოკლეს ვადებში აღსადგენად.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზს: 032 2 93 00 00