- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობს, თენგიზ თოფურიძეს შეხვდა, სენაკის საპატიო მოქალაქის მედალი და სიგელი გადასცა და საიუბილეო თარიღი მიულოცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თენგიზ თოფურიძე ღირსების მედლისა და თეატრის ამაგდარის საპატიო წოდებების მფლობელი და 100-მდე საკულტო სპექტაკლის მსახიობია.
სხვადასხვა წლებში იყო საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურის სახლის დირექტორი, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
თენგიზ თოფურიძეს, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულზე მიენიჭა.

