მერია – უხვი ნალექისგან შექმნილ პრობლემებზე მყისიერად ხდება რეაგირება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან შექმნილ პრობლემებზე მყისიერად ხდება რეაგირება.

უწყების ცნობით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გზები ინტენსიურად იწმინდება.

“გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავარიული გამორთვის გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სენაკის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.