„მოყვარულთა ლიგა 2026“-ის სენაკის მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება

  • 11 მარტიდან, “მოყვარულთა ლიგა 2026“-ის სენაკის მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება.

ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • მუნიციპალური
  • რეგიონული
  • ფინალური

მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს, რომელიც არ მონაწილეობს შემდეგ ჩემპიონატებსა და ლიგებში:

  • ეროვნული ლიგა 1
  • ეროვნული ლიგა 2
  • ლიგა 3
  • ლიგა 4
  • რეგიონული ლიგები
  • ჭაბუკთა ლიგები
  • ფუტსალის ლიგის გუნდები

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აპრილი;

ტურნირის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის მაისი.

„მოყვარულთა ლიგა 2026“ ტარდება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით.