- დღეს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრში გაიმართა ვორქშოპი თემაზე: “პროფესიული ბრენდინგი (თვითბრენდინგი) ციფრულ სამყაროში”.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვორქშოპის მიზანი იყო სტუდენტებს გაეცნობიერებინათ საკუთარი თავი, როგორც ბრენდი (და არა მხოლოდ პროდუქტი/სამსახური).
მათ მიიღეს ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის მთავარი ინსტრუმენტების, და ხერხების შესახებ, რაც შეუძლიათ გამოიყენონ პოპულარიზაციისთვის და თავიანთი ცოდნის, უნარების ეფექტურად წარმოჩენისთვის.

