სენაკი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს “ცოცხალი წიგნები” უმასპინძლებს

  • 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.

ლიტერატურულ საღამოზე სენაკელ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს მწერლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და უშუალოდ ჩაერთოს ლიტერატურულ დიალოგში.

მკითხველის წინაშე წარდგებიან:

  • ელა გოჩიაშვილი
  • ნატალია ვარადაშვილი (ნატა ვარადა)
  • ეთერ (ეთო) მონასელიძე
  • ირაკლი ჯაფარიძე

ღონისძიება მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.