სენაკში 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ გადელიასთან ერთად, სენაკში, ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღის – ქალაქის მე-3, ლეძაძამეს, ფოცხოს და ძველი სენაკის საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური პროექტები.

პროექტების ფარგლებში, მოეწყო სასწავლო და სათამაშო სივრცეები, სველი წერტილები და გათბობის სისტემები, ასევე, რეკრეაციული ზონები.

საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ასევე დაესწრო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გეგმები და საჭიროებები განიხილეს.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს