სენაკში ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

  • 20 ივნისს, 19:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ გადელიას ინიციატივით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.

საღამოს მეორე ნაწილი რეპერების – მასტერის და Young Mic-ის შოუს დაეთმობა.

ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს