- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე, ცნობილი ქალაქური სიმღერებით, ანსამბლი „ქართული ხმები“ წარდგა. საღამოს მსახიობი ზვიად დოლიძე უძღვებოდა.

