სენაკში “ეგრისობის” სახალხო დღესასწაული გაიმართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, “ეგრისობის” სახალხო დღესასწაული გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი – ლეგენდა ,,არგონავტებზე’’, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

“ეგრისობა 2025” ჯგუფ ,,ურსას“ სოლო კონცერტით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ 2025 წლის საპატიო სენაკელები. ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქისა და სენაკზე მზრუნველის წოდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 ადამიანს მიენიჭა.

,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.