- 18-19 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის გაიმართება უფასო სამედიცინო სკრინინგი.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:
• ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
• მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის;
• პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.
მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქუჩა №108 (სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორია).
აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: 579 24 95 34.
ინფორმაცისთვის: სამედიცინო აქცია ჩატარდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

