სენაკში საავტომობილო გზების, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, მიმდინარე პროცესებს ადგილზე ეცნობა.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.

მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე სოფლებში.

მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 599 85 04 19 და ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ხდება დროული რეაგირება.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს