სენაკში საერთაშორისო სტანდარტების დახურული საცურაო აუზი აშენდება

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს: არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სპორტულ და საბავშვო საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, გასახდელებსა და ფიზიოთერაპიის სივრცეებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებსა და კომერციულ სივრცეებს.

ასევე დაგეგმილია თანამედროვე ავტოსადგომების, უსაფრთხოების და განათების სისტემების მოწყობა.

ახალი საცურაო კომპლექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სპორტში და სენაკის ეკონომიკურ განვითარებას.