- 24 ივლისს, 11:00 საათიდან, ჯანმრთელობის ცენტრ ,,ჰერას“ ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს, უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდებათ.
სკრინინგი ჩატარდება ქალაქ სენაკში, რუსთაველის 108-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ქალაქის სამშობიარო სახლის შენობაში.