სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

  • ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით. საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 34-მა ახალგაზრდამ გაიარა, მათგან, საკონკურსო კომისიის წევრებმა, გასაუბრების შედეგად, 15 კონკურსანტი შეარჩიეს.