საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება.

თბილისიდან მატარებელი დილის 08:30 საათზე გამოვა და დანიშნულების ადგილას 13:15 წუთზე ჩავა.

ასევე, სენაკიდან დაიძვრება 13:50 საათზე და დედაქალაქში 18:40 წუთზე ჩავა.

ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.