სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები-მერია

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები.

ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს – ღელე ფიცუ 2-ის ამოწმენდა ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით, ეცნობა.

სამუშაოების ღირებულება 48 336 ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის, სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:

ღელე ფიცუ 1-ის ამოწმენდა თეფანიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით;

ღელე ფიცუს ამოწმენდა;

დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;

ჯიხას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხების ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;

ასათიანის ქუჩიდან ტეხურამდე, კოლხეთის ქუჩის გასწვრივ გამდინარე სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;

მეშვიდე საჯარო სკოლიდან ტეხურამდე, ტაბიძის ქუჩის გავლით, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;

ღელე ხაბაზეთისა და ცენტრალური კოლექტორის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;

სამხედრო ქალაქიდან, თეკლათის მიმართულებით, ღელეს ამოწმენდა;მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სკურეს კალაპოტის ამოწმენდა;

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ნახურის კალაპოტის ამოწმენდა;

ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანიაღვრე არხების ამოწმენდა.

პროექტის ღირებულება 582 000 ლარს შეადგენს.