სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

  • სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

სენაკი ცენტრში ორი საათიდან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი იმართება, 17:30 საათიდან კი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი დაიწყება, სადაც მონაწილეობას სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად და ჯგუფი ANIK მიიღებენ.