სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება. სენაკი ცენტრში ორი საათიდან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი იმართება,...

გამოქვეყნდა იმ მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

დღეს, სენაკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი...

გარდაიცვალა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

სენაკის საკრებულოს დეპუტატი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო ცაგურია გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესცენტრი ავრცელებს.  "დიდი გულისტკივილით გამოვთქვამ მწუხარებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, სამი მოწვევის საკრებულოს წევრის, საუკეთესო პროფესიონალის, გულისხმიერი კოლეგის და მეგობრის, საკუთარი ქვეყნის დიდი გულშემატკივრის, სენაკის საამაყო შვილის, ელისო ცაგურიას გარდაცვალების გამო. ელისო ცაგურიამ, თავისი...

სენაკში საახალწლო ღონისძიება 16 იანვარს გაიმართება

სენაკში, სტიქიის გამო, 13 იანვარს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გადაიდო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივთ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება სენაკში 16 იანვარს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება.

სენაკში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალური სამსახურების მიერ მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები. დაზიანდა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი. აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროსადენები სრულად გამოვიდა მწყობრიდან, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერმა...

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა. ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები.

სენაკის თეატრში “მაკნატუნას” პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი „მაკნატუნა” დაიდგა. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა; მხატვარი - ალექსანდრე სლავინსკი; მხატვარ-შემსრულებლები - ემილ გეგენავა და მალხაზ კორთხონჯია; სიმღერების ავტორი და...

სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.

რიტუალებს და ქართულ ტრადიციებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.