დღეს, სენაკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ.

სენაკი ცენტრში 14 საათიდან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართება, 17:30 საათიდან კი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი დაიწყება, სადაც მონაწილეობას სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად და ჯგუფი ANIK მიიღებენ.