გარდაიცვალა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

  • სენაკის საკრებულოს დეპუტატი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო ცაგურია გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესცენტრი ავრცელებს. 

“დიდი გულისტკივილით გამოვთქვამ მწუხარებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, სამი მოწვევის საკრებულოს წევრის, საუკეთესო პროფესიონალის, გულისხმიერი კოლეგის და მეგობრის, საკუთარი ქვეყნის დიდი გულშემატკივრის, სენაკის საამაყო შვილის, ელისო ცაგურიას გარდაცვალების გამო.

ელისო ცაგურიამ, თავისი ცხოვრებით, ღვაწლით, კეთილი საქმეებით, წარუშლელი კვალი დატოვა სენაკსა და სენაკელებში. იგი იყო თავდაუზოგავი საქმეში, გამორჩეულად გულისხმიერი, ყურადღებიანი, საუკეთესო ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნება. მტკივნეულია მისი წასვლა და დაუვიწყარი მისი სახელი თითოეული სენაკელისთვის. ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს”.-ნათქვამია ინფორმაციაში.