- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტში – ,,ინოვაციური მეწარმე 2026”, გამარჯვებულ შოთა ხაინდრავას, 5 000 ლარი გადასცა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის რჩეულებად ასევე დასახელდნენ ადგილობრივი მეწარმეები – მანანა მურღულია და გივი ჩემია.
პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა მეწარმეებმა, 5 დღის მანძილზე, მონაწილეობა მიიღეს თემატურ ტრენინგებში, ჯგუფურ განხილვებსა და მიკრო-მენტორინგის სესიებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სენაკის ტექნოპარკის პროექტი „ინოვაციური მეწარმე“, მეორე წელია, სენაკის მერიის პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერა, მათი ბიზნესსაქმიანობის ტრანსფორმაციის, ოპტიმიზაციისა და ზრდის ხელშეწყობა.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ ჯანაშია, ამავე სამსახურის სპეციალისტი, დალი ქაჩიბაია, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერი, თამარ მალანია და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს

