სენაკში უფასო სამედიცინო სკრინინგისა და ვაქცინაციის აქცია გაიმართება

  • 12 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და პრევენციული ჯანდაცვის სერვისებით.

სამედიცინო აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური ექიმების მონაწილეობით, მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი გამოკვლევები:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკისა და მამაკაცებისთვის;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებისთვის;
  • C და B ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

ასევე, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის (6 თვის ასაკიდან) ხელმისაწვდომია გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია (ვაქცინაცია გრიპის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება).