იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი

სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი - ტაძარი აიგო 1999-2001 წლებში ფოთელი ეპისკოპოსის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული 50 კგ. ჯვარი. ფოტო: ინტერნეტი

მესტამბე ძმები: კოწია, სიო და ასლან თავართქილაძეები

1898 წელს, სენაკში, ძმები თავართქილაძეების სტამბაში არაერთი წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის "ვეფხისტყაოსანი", ,,ბენიამენ [ბენჟამენ] ფრანკლინის ბიოგრაფია". კოწია თავართქილაძე ძმები თავართქილაძეების სტამბაში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსანის’’ერთ-ერთი ეგზემპლარი ინახებოდა ინგლისში, ოლივერ და მარჯორ უორდროპების ბიბლიოთეკაში. საქართველოში, სენაკი, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც 1890 წელს სტამბა გაიხსნა.

ვასილ ბარნოვი და სენაკი

 XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს სენაკის ცენტრში გაიხსნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი. როგორც მატიანე იუწყება, ცნობილი ქართველი მწერალი სენაკში სამი წელეი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმეს. ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. დედა თავის დროისათვის საკმაოდ განსწავლული...

როგორ ლოცულობდა მამა ალექსი შუშანია

ლოცვა თავის ოთახში უყვარდა „ლოცვანის“ კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, სკვნილის ჩაგდებით, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანაგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში".-წერს მემატიანე მამა ალექსი შუშანიაზე. ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია)...

“ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია”…

„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“, — ეს სიტყვები არნოლდ ჩიქობავას ეკუთვნის.   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული...

გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე მოსაუბრეები

მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. დაფუძნების თარიღი: 1959 წელი. საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2000-მდე ექსპონატი. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის...

აიადან ნოქალაქევამდე

 ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ავტორი წერს: " ნაქალაქარი განლაგებულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად...

შხეფის ციხე – დადიანების “ჯიხა-ოხორ”

ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელთანაა დაკავშირებული შხეფის ციხის ისტორია. მემატიანე ამბობს, რომ შხეფი ამ სამეფოს დაცვის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. მედია წერს: "ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ...

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

პირველი მარტიდან მუზეუმები და ბიბლიოთეკები იხსნება

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.