ლაშა კუჭავა-სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კუჭავამ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდსა და თეკლათში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ 6 თვის განმავლობაში თუ არ შეიკრიბა...

ცესკო-მზად ვართ სენაკში არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო...

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

სენაკის №64.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე თეკლათში, გოლასკურსა და ზემო ჭალადიდში დროულად დაიწყო. სამივე უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხდება. შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი: მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი – „ქართული ოცნება- დემოკრატიული...

ხვალ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნებია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს, საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას გააცნო ინფორმაცია სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ხვალ, პირველ ოქტომბერს გაიმართება. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული...

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების: ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები. ინფორმაციისთვის: ჟიული შარტავა და გენო ადამია 1993 წლის 27 სექტემბერს...

სენაკში, „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის...

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1 100 ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1 100 ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა. სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით 2023 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3...

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასს უმასპინძლა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკელი მაყურებლის წინაშე, წარმოდგენილ იქნა გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია "ძუნწი". სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს, მერიის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მაღალოსტატურ კომიკურ ფერებში არის წარმოჩენილი სიძუნწის ბიწიერება, რომელიც ჭეშმარიტ გრძნობებთან ჭიდილში მარცხდება. სპექტაკლის რეჟისორია გოჩა...