- “აბასთუმნის ფილტვის ცენტრში”, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები, შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ 20 დღიანი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება.
პროგრამა შეეხება:
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;
სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებს;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრიტრბულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს, რომელთაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.
პროგრამა მოქმედებს 2019 წლიდან.
ამიერკავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, ფონდი ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის უშუალო ინიტიატივითა და ძალისსმევით აშენდა და კეთილმოეწყო.
დაინტერესებულმა პირებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ან დაგვიკავშირდით: 591 44 99 26.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს