გაზეთ “კოლხეთს“ 101 წელი შეუსრულდა

  • გაზეთ “კოლხეთის“ დაარსების 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, ნინო სართანიას, ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გაზეთის რედაქტორს, მედეა ბაღათურიას, კორესპონდენტებს: მაია გერგაიას, გიორგი გარუჩავას, ბუღალტერს, რედაქციის უხუცეს წევრს, ჟულიეტა ჩაჩიბაიას შეხვდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რედაქციის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს