- სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები – ნიკოლოზ გრიგოლია და ლუკა იოსავა, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის პირველი პრემიის მფლობელები და ლაურეატები გახდნენ.
სენაკის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაურეატის წოდება და მეორე პრემია მოიპოვა მარიამ გარუჩავამ, ანასტასია ჩარკვიანს და მარიამ კიკვილაშვილს კი – წილად ხვდათ მესამე პრემია და ლაურეატის წოდება.
ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

