სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. .

პროექტის ფარგლებში, 3 200 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 705 950 ლარს შეადგენს.