“ქალი – სიცოცხლის გაზაფხული’’

  • დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, საგაზაფხულო კონცერტი – ,,ქალი – სიცოცხლის გაზაფხული’’ გაიმართა.

კონცერტზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

კონცერტს მერაბ ლატარია უძღვებოდა.

კონცერტზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.