შხეფის ციხე – დადიანების “ჯიხა-ოხორ”

  • ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელთანაა დაკავშირებული შხეფის ციხის ისტორია. მემატიანე ამბობს, რომ შხეფი ამ სამეფოს დაცვის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო.

მედია წერს: “ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ თვით მთებსა და ხეობებსაც უნდოდა დაცვა. სწორედ ამ ხეობებისა და მთების ფარად იყო აღმართული შხეფი და მის ჯაჭვში შემავალი ციხეები.

შხეფის ციხის ადრეულ პერიოდზე ისტორიული ცნობები არ გვაქვს. სამწუხაროდ, სხეფის ციხეზე ლეგენდებიც არ არის ცნობილი. გვაქვს ორიოდე ცნობა გვიან საუკუნეებზე, როდესაც ციხე ეკუთვნოდა სამეგრელოს მფლობელ დადიანებს. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს სამეფოს აღწერაში” ვკითხულობთ – “ხოლო ტეხურისა და აბაშის შესართავს ზეით, უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლეთის კიდეზედ, არს შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა”. შხეფის ციხეს მეორენაირად დადიანების “ჯიხა-ოხორსაც” ეძახიან (მეგრულად ჯიხა-ციხეს და ხორა-სასახლეს ნიშნავს).”

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *